პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არა საპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე საქველმოქმედო აქციას მოხმარდა.
