„ქრონიკა“ თურქეთიდან
მაშველებმა გაზიანტეპში ნანგრევებიდან ორსული ქალი ამოიყვანეს. მან ნანგრევებში 115 საათი გაატარა. წარტმატებულია სამაშელო ოპერაცია ჰატაის პროვინციაში. ღამის განმავლობაში მაშველებმა სულ მცირე 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებმაც ნანგევებში 110 საათი გაატარეს. რეგიონში სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთს დახმარება 94-მა ქვეყენამ შესთავაზა. მათ შორისაა საქართველოც. ერთი მილიონი თურქეთისთვის, პრემიერ მინისტრის განკარგულება უკვე ძალაშია. საქართველო მიწისძვრით დაზარალებულ სახელმწიფოს მორიგ დახმარებას უგზავნის. სტიქიის ზონაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ქართველი მაშველები. ადიამანიდან ბოლო ცნობებს, მაკა აბულაძე მოგვაწვდის.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
