მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
თბილისის საკრებულოში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მეცნიერ ქალებს მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელიც საქართველოს წარმოაჩენს. ღონისძების დასასრულს საკრებულოს სახელით მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მეცნიერ ქალებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
