კოლეჯ „ბლექსის“ ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში დაფუძნდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას შესთავაზებენ.
