ოკუპანტების იერიში
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. გასული დღე ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტებითა და დრონებით 100-ზე მეტი იერიში განახორციელეს. საოკუპაციო ძალების სამიზნეში მოხვდა ოდესისი ოლქის, ზატოკის ხიდი. ავია იერიშების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო ხმელნიცკის ატომურ ელექტრო სადგურზე ერთერთი ენერგო ბლოკი გააჩერეს. უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაჯანა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმაც, რომლის ცნობითაც ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება. განსაკუთრებით აქტიურია საბძროლო მოქმქდებები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს მიმართულებით.
