ჯარიმა ვანდალიზმისთვის
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანებაზე და განადგურებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვავაში, კი ჯარიმა 500 ლარს შეადგენს, ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთ დღემდე ვადით.
