„ქრონიკა“ თურქეთიდან
თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24 ათასს მიუახლოვდა. მხოლოდ თუქეთში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გარდაიცვალა 20 ათასი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა, კი 80 ათასს აჭარბებს. 4 ათასამდე გარდაცვლილს ითვლის სირია თუმცა მონაცემები ჯერ საბოლოო არ არის. რეგიონში სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ტარდება. თურქეთს დახმარება 94-მა ქვეყენამ შესთავაზა. მათ შორისაა საქართველოც. ერთი მილიონი თურქეთისთვის, პრემიერ მინისტრის განკარგულება უკვე ძალაშია. საქართველო მიწისძვრით დაზარალებულ სახელმწიფოს მორიგ დახმარებას უგზავნის. სტიქიის ზონაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ქართველი მაშველები. სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან მუშაობს ქრონიკის გადამღები ჯგუფიც. ადიამანიდან, მაკა აბულაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
