„საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე
„საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს "საქართველოს რკინიგზის მოგება 283-ი მილიონი ლარი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვის მაჩვენებელი და გადაზიდვის კუთხით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებიც. ხაზი გაესვა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა, მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღებისთვის. კომპანიას ქართული წარმოების 100 ვაგონი უკვე მიაწოდეს. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, მისი 87% უკვე დასრულებულია.
