პრემიერ-მინისტრმა სამუშაო თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა
დღესვე პრემიერ-მინისტრმა სამუშაო თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრთანაც გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 პროცენტს აღემატება, დანაშაულის რაოდენობა კი შემცირებულია და 3 პროცენტზე მეტია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებარე პროექტზე. საუბარია პოლიციელებისთვის ათას ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასააზღვრო პოლიცის გაძლიერებაზეც გაკეთდა აქცენტი. მათ შორის საუბარი შეეხო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებისა და სახნაძრო მანქანების შესყიდვის პროცესს.
