ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო თათბირი გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, მათ შორის ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაცია. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე გაწეულ საქმიანობასა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმების უზრუნველყოფის საკითხი. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილია დარჩიაშვილმა მიმდინარე წელს დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტები, პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების თემებიც განიხილეს.
