დეგნანის პასუხი სპეკულაციებზე
საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია კრახს განიცდის, რადიკალებისა და მათი მოკავშირეების დეზინფორმაციას კი მკაფიო პასუხი გაეცა - უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან, საქართველოს მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები შეერთებული შტატების ელჩმა გააბათილა. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს“ - ამბობს კელი დეგნანი. ამ სიტყვებით სტრატეგული პარტნიორი ქვეყნის დიპლომატმა, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, ქართული რადიკალური ოპოზიციისა და რამდენიმე ევროპარლამენტარის შეთანხმებულ რიტორიკას პრაქტიკულად ცივი წყალი გადაასხა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
