ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება „ხალხის ძალა“
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება „ხალხის ძალა“. მოძრაობის წარმომადგნლები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ შემაშფოთებლია ივანიშვილის სამართლებრივი უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. შეგახსენებთ, ივანიშვილის ადვოკატების წერილში საუბარია, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებით, რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ, მათ შორის ბრიტანულმა მედიამ, უარი თქვა ისეთი მასალის გამოქვეყნებასა და ეთერში გაშვებაზე, რომელიც კრედიტ სუისის მენეჯმენტის დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელს.
