"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის მორიგი უსუსური და იაფფასიანი მცდელობა
ნაციონალური მოძრაობის პროტესტის მორიგი უსუსური და იაფფასიანი მცდელობა- ასე აფასებენ მმართველ გუნდში, გუშინ ტელეკომპანია იმედთან მომხდარ ინციდენტს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ღამით , პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს. მდინარაძე მათთვის მოულოდნელად ავტომობილიდან გადმოვიდა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კონკრეტული კითხვები დაუსვა, თუმცა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემა იმედი ლაივში თქვა, რომ აქციაზე მისულები ვერც შეკრების მიზეზს ასახელებდნენ და ვერც მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.
