საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა. დასკვნითი სიტყვა თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. საბოლოო სიტვით ბრალდებული კი უკვე 17 თებერვალს ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე საქმეზე განაჩენს გამოიტანს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრლადებული შეურაცხადი იყო . რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ბრალდებულს დანაშაულის სიმძმიდან გამომდინარე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. გურამიშვილის გამზირზე ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა
