მმართველი გუნდი პრეზიდენტის განცხადებებს იწუნებს
მმართველი გუნდი პრეზიდენტის განცხადებებს იწუნებს. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს ურჩევს მეტად არგუმენტირებული განცხადებები გააკეთოს და თავი შეიკავოს ოპოზიციის მსგავსი რიტორიკისგან, რომელიც , მათივე ტქმით პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯს აზიანებს. მმართველი გუნდის ეს შეფასება სალომე ზურაბიშვილის გუშინ გავრცელებულ იმ განცხადებას მოყვა, სადაც პრეზიდენტი მმართველი პარტიის გზავნილებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მათი განცხადებები წინააღმდეგობაშია პარტნიორ ქვეყნებთან.
