საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა და განამტკიცა გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა და განამტკიცა გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ განცხადებას პენტაგონი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ავრცელებს. საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური გამოწვევები- ეს საკითხები განიხილეს პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე. ამერიკა საქართველოს 33 მილიონი დოლარით დაეხმარება. თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს უსაფრთხოების დახმარების შესახებ იანვარში აცნობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე. პენტეგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას ტვიტერზე გამოეხმაურა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. როგორც ოსტინი წერს, ქართველ კოლაგასთან საუბრისას შეერთებული შტატების მხრიდან ურყევი მხარდაჭერა და დახმარება დაუდასტურა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების საქმეში
