აშშ-ის ელჩის ინტერვიუ
„ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს „ - ასე პასუხობს ამერიკის ელჩი ჟურნალისტის შეკითხვას , რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამ კონტექსტში სერგეი ლავროვის განცხადებებს შეეხებოდა. კელი დეგნამნმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. მისი თქმით, ერთადერთი დისკუსია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონიათ, ეხებოდა იმას, თუ უკრაინისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. ამერიკის ელჩის კომენტარი შეფასეს პოლიტიკოსებმა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
