ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს
ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ახლადდანიშნულ უფროსს პრემიერ-მინისტრი შეხვდა . მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ, მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.
