თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას მთავრობის წევრები ეხმაურებიან
თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას მთავრობის წევრები ეხმაურებიან და მძიმე წუთებში მეგობარ ქვეყანას თანადგომას უცხადებენ. თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას პირადადა მიუსამძიმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს, შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრიც.
