შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია, პენტაგონში შედგა. ამის შემდეგ, კი ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, პირისპირ გამართეს შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური გამოწვევები განხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე.
