დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფის მეორე საპლეიოფო შეხვედრაში საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული გუნდის მეტოქე ცნობილია
დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფის მეორე საპლეიოფო შეხვედრაში საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული გუნდის მეტოქე ცნობილია. 15-17 სექტემბერს ქართველი ჩოგბურთელები ტუნისის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებენ. გუნდები ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ და როგორც 1995, ასევე 1996 წელს გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს. დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის პირველი წრის საპლეიოფო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბოლივიელები 4-0, ტუნისის გუნდმა კი კვიპროსელები 3-2 დაამარცხა. ითამაშებს თუ არა ტუნისელებთან ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაში გააკეთეს.
