საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა მოლდოვის ნაკრები მეორე საკონტროლო შეხვედრაშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა მოლდოვის ნაკრები მეორე საკონტროლო შეხვედრაშიც დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა გუშინ მეტოქეს 3-1 მოუგეს. თითო ბურთი საბა ტყეშელაშვილის, ირაკლი თოდუასა და ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა. ეს გუნდები გუშინწინაც შეხვდნენ და ის თამაშიც ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდის გამარჯვებით, 3-2 დამთავრდა. მოლდოველების წინააღმდეგ სათამაშოდ ასათიანმა მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გამოიძახა.
