ნიდერლანდების ნაკრებთან სტუმრად გასამართი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია
ნიდერლანდების ნაკრებთან სტუმრად გასამართი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია. წინა მატჩისგან განსხვავებით, ათი ცვლილებაა. ძირითადში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ, ნიკა აბულაძემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ შეინარჩუნეს, რომელიც კაპიტნის რანგში ზედიზედ მეორე შეხვედრას ჩაატარებს. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხვალ, თბილისის დროით 16:15 წუთზე დაიწყება.
