„ინდიანამ“ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა
„ინდიანამ“ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. ქართველ კალათბურთელს ბოლო პერიოდში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც ის სეზონის ბოლოს „პეისერსის“ დატოვებას გეგმავდა, თუმცა თანამშრომლობა ახლავე შეწყდა. ენ ბი ეიში ე.წ. ტრეიდები დღის ბოლომდეა შესაძლებელი და თუ ქართველმა მოთამაშემ ახალი გუნდის მოძებნა ვერ მოახერხა, კარიერას, დიდი ალბათობით, ევროპაში განაგრძობს. ბითაძე „ინდიანაში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და საშუალოდ 5 ქულას, 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
