ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიური რიგით 16-ე სხდომა მიმდინარეობს
დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება
