უკრაინის თიქმის მთელ ტერიტორიაზე ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა
უკრაინის თიქმის მთელ ტერიტორიაზე ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა. რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეებში მდებარე ობიექტებზე იერიში ეგრეთ წოდებული კამიკაძე-დრონებით მიიტანა. ირანული წარმოების დრონები გამოჩნდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც, გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს. ოფიციალური პირებისა და ადგილობრივების ინფორმაციით, ირანული დრონები მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც გამოჩნდა. აფეთქებების ხმა ისმოდა აღმოსავლეთ დონბასში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქებში - კრამატორსკსა და სლოვიანსკში. ორივე ურბანული ცენტრი ახლოსაა ბახმუტთან, სადაც რამდენიმე თვეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
