თურქეთსა და სირიაში მსოფლიოს ქვეყნები დახმარებას გზავნიან
თურქეთსა და სირიაში მსოფლიოს ქვეყნები დახმარებას გზავნიან. თუმცა სტიქიურ უბედურების ზონაში მათი ჩატანაც პრობლემაა. დაზიანებულია როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მაგისტრალები. დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიასაც კიდევ ერთ სტიქიასთან გამკლავება უწევთ. თურქეთის სამხრეთით, ქალაქ ისქანდერუნის პროვინცია და სირიის დასახლება ალ თლული დაიტბორა, რამაც სამაშველო ოპერაცია კიდევ უფრო გაართულა.
