სოსო გიორგაძე ვაშინგტონში აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
სოსო გიორგაძე ვაშინგტონში აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი სამუშაო შეხვედრა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მთავარ მრჩეველთან სტივ გარდნერთან გაიმართა . ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ერთობლივი სამომავლო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტიანი სისტემის განვითარებისკენ. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა 1992 წელს შეიქმნა. პროგრამა ტექნიკური დახმარების პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის სუბიექტების ტექნიკურ დახმარებას , კერძოდ კომერციული სამართლის სფეროში,
