საქართველო თურქეთს ერთი მილიონი ლარით დაეხმარება
საქართველო თურქეთს ერთი მილიონი ლარით დაეხმარება. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თანხა ჰუმანიტარული მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
