მილიონები სააკაშვილის სიმულაციის ტირაჟირებისთვის
გიული ალასანიას სახელით ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და პიარ კამპანიისთვის დიდი ოდენობით დახარჯულ თანხებს - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გადაცემა იმედი ლაივში გამოეხმაურა. მ ამუკა მდინარაძის თქმით, ვინც უფრო მძიმე დიაგნოზი ახსენა და უფრო რადიკალური იყო, იქ მეტი ფულია გადახდილი. ქართული ოცნების ლიდერი სააკაშვილის გულშემატკივრებს ურჩევს, პატიმარი დაარწმუნონ , რომ მილიონ დოლარიანი კამპანია ჩავარდა და გამოსავალი კვების რაციონის გაუმჯობესებაშია.
