ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი უფლებადამცველების მიერ, გავრცელებულ წერილს ეხმაურება "ხალხის ძალა"
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი უფლებადამცველების მიერ, გავრცელებულ წერილს ეხმაურება „ ხალხის ძალა „ . მოძრაობის წარმომადგნლები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ შემაშფოთებლია ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. შეგახსენებთ, ივანიშვილის ადვოკატების წერილში საუბარია, რომ კრეტიტ სუისთან დაკავშირებით, რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ, მათ შორის ბრიტანულმა მედიამ, უარი თქვა ისეთი მასალის განთავსებასა და ეთერში გაშვებაზე, რომელიც კრედიტ სუისის მენეჯმენტის დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელს.
