პრემიერის შეხვედრა ხორვატიის პირველ დიპლომატთან
პრემიერ-მინისტრი ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური ანგარიშის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, რაც ევროკომისიის ანგარიშმაც დაადასტურა. პრემიერ-მინისტრმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
