პრემიერმა სამუშაო თათბირი გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან
დღესვე მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირი გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულება - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტები.
