ომი უკრაინაში
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა. ოკუპანტებმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა ლუგანსკის ოლქშიც დაიწყეს. ინტენსიური ბრძოლები ფრონტის ხაზის რამდენიმე ასეულ კილომეტრზე მიმდინარეობს. ყველაზე ცხელი წერტილი კი, კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტია.
