საქართველოს დახმარება და სამძიმარი თურქეთს
თურქეთისთვის უმძიმეს წუთებში, საქართველო თურქეთის გვერდით დგას. მიწისძვრისგან დაზარალებულ პროვინციებში, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მოქალაქეებს თურქეთის საკონსულოში, პოლიტიკოსებს კი ,პარლამენტში მიაქვთ, ხვალ გაიგზავნება. თურქეთის ელჩი საქართველოში მთავრობის მეთაურს მადლობას უხდის და ამბობს, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას თანადგომის საუკეთესო მაგალითი აჩვენა.
