ვითარება უკრაინაში
რუსულმა არმიამ ლუგანსკის ოლქში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტების დღევანდელ ანგარიშში წერენ. ოლქის ადმინისტრაციის უფროსი უკრაინული პოზიციების დასაცავად კიევისგან, მეტ იარაღს და საბრძოლო მასალებს ითხოვს. პარალელურად, რუსული არმია დონეცკის ოლქში ბახმუტს უტევს, ფრონტის ხაზზე ეს მხარე ყველაზე ცხელი წერტილია.
