სამშვიდობო პოლიტიკა
სამუშაო თათბირი პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და მის მოადგილეებთანაც გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულება - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტები და განსახორციელებელი გეგმები.
