რუსული საქონლის იმპორტი ევროკავშირში
„ ომის პირველი 9 თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს იმაზე მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე, ანალოგიურ პერიოდში „ - ამ შინაარისის პუბლიკაციას გამოცემა პოლიტიკო აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა ნოემბერი გახდა პირველი თვე, როდესაც რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული იყო.
