ზელენსკი მაკრონს და შოლცს შეხვდა
ლონდონიდან უკრაინის პრეზიდენტი პარიზში გაემგზავრა. ორლის აეროპორტში ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს. აეროპორტიდან მან ელისეს სასახლეში გადაინაცვლა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.
