ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა მეორედ დატოვა. უკრაინის პრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით ლონდონში ჩავიდა. სტანსტედის აეროპორტში მას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა სიტყვით დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა, მოგვიანებით კი ის ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამემ მიიღო.
