დევნილთა სააგენტოს ანგარიში
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. ცნობილია, რომ 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.
