ვითარება სტიქიის ზონაში
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში 12 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი, დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აღწევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების გამოყვანის შანსი მცირდება.
