ფონდ „ქართუს“ მორიგი საჩუქარი თბილისს
ფონდ „ქართუს“ მორიგი საჩუქარი თბილისს. კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. ნახევარმილიონიანი პროექტი თბილისის მერმა წარმოადგინა. პროექტი უკვე მომზადებულია და ის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. ველო და საფეხმავლო ბილიკები სპეციალური ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. პროექტის მიზანი ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების განვითარებაა. ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
