ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია ამჯერად იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა
ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია ამჯერად იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. მცირერიცხოვანი აქცია დაწყებიდან მალევე დაიშალა. უწყებასთან მხოლოდ ხაბეიშვილის ფლანგის მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი. რადიკალები საპროტესტო აქტივობებს ყოველდღიურად გეგმავენ. როგორც თავად ამბობენ, მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
