რა ამოძრავებს „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტს
რა ამოძრავებს „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტს, რომელმაც საკუთარი ინტერესების გამო, შვეიცარიულ ბანკს რეპუტაცია შეულახა? ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები იმ პუბლიკაციაზე საუბრობენ, რომელიც ევროპულ და ბრიტანულ მედიაში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ რატომღაც სტატიები დაიბლოკა. ტექსტში აქცენტი სწორედ ბანკის მენეჯმენტის დანაშაულებრივ ქმედებებზე იყო გამახვილებული. არადა წერილებს, რომლებიც ბანკის უკვე ყოფილი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა, მედია უპრობლემოდ აშუქებდა, თუმცა, როდესაც საქმე უშუალოდ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის კრიტიკაზე მიდგა, რამდენიმე მედიასაშუალებამ წერილების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
