პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში
„ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - შალვა პაპუაშვილმა ეს გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან გაახმოვანა. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ, დებატები დასრულდა. ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური პრიორიტეტები, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, ევროპული რეკომენდაციები და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები - პარლამენტის თავმჯდომარემ ყოველწლიურ მოხსენებაში 2022 წელი შეაჯამა. მხარეებმა, ანგარიშის შემდეგ, ტრიბუნიდან პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათი ძირითადი ნაწილი, 12-ი რეკომენდაციის შესრულების საკითხებს შეეხებოდა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
