ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ევროპული და ბრიტანული მედიის მიერ სტატიების დაბლოკვაზე საუბრობენ
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ევროპული და ბრიტანული მედიის მიერ სტატიების დაბლოკვაზე საუბრობენ. გამოქვეყნდა განცხადება და ის ტექსტი, რომელიც საერთაშორისო მედიამ ცენზურას დაუქვემდებარა. საქმე ეხება კრედიტ სუისთან დაკავშირებულ დავას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წერილებს, რომლებიც ყოფილი კლიენტის ბანკთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა, მედია უპრობლემოდ აშუქებდა, მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე მიდგა უშუალოდ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის კრიტიკაზე, წერილების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა დაახლოებით ათმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ. აქედან გამომდინარე, ადვოკატები წერილში მოუწოდებენ ევროსაბჭოს და სხვა შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს, რომელთა ფუნქციაა მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა, დაინტერესდნენ წერილში გამოთქმული ბრალდებებით და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო რეაგირება მოახდინონ.
