თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის 19 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოლდოვასთან ჩაატარა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის 19 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოლდოვასთან ჩაატარა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნის ასაკობრივმა გუნდმა მეტოქეს 5:4 მოუგო. მოლდოველ თანატოლებთან განმეორებით შეხვედრას საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები დღეს, 15:00 საათზე გამართავს.
