გორში საბავშვო ბაღი გაიხსნა
გორში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლად აშენებული სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან სრული დატვირთვით იწყებს მუშაობს. განკუთვნილია 180 აღსაზრდელისთვის და ჯამში, 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. შენობის გარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები. საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა და სამ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
