სამაშველო ღონისძიებები სტიქიის ზონაში
თურქეთსა და სირიაში - გადარჩენილთა პოვნის შანსები ყოველ საათში მცირდება. დღესაც იყო განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. სამძებრო სამაშველო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში, დაღუპულთა რაოდენობა შვიდი ათას აღწევს, სირიაში კი 2 500-ს გადააჭარბა.
